საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები, მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ასევე ისაუბრეს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაზე, რაც მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს სრული ინფორმაცია დასაქმების სახელმწიფო პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მოქალაქეების დასაქმებას, მათი პროფესიული უნარების განვითარებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მზად ვართ, სააგენტოსთან თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი მსგავსი ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა მარნეულის მერმა.