საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა
მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციისა და დასუფთავების საკითხებზე, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურასა და სოფლებში შიდა გზების მოწყობაზე.
მერმა წარმომადგენლებს დაავალა მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა მოსახლეობის საჭიროებები დროულად მოგვარდეს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვასა და ნარჩენების მართვაზე, ასევე დაიგეგმა სარწყავი არხების გაწმენდის გრაფიკი სხვადასხვა სოფელში.
როგორც მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს სისუფთავისა და გარემოს გაუმჯობესებაზე, თუმცა შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა.