საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საგზაო ინფრასტრუქტურა
ქალაქ მარნეულში წყალმომარაგების პროექტის პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მაღალაშვილის ხიდის ქვეშ დაიგო ასფალტის გზის საფარი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტრანსპორტის გადაადგილება.
მუნიციპალიტეტი აქტიურ კოორდინაციაშია, შესაბამის უწყებებთან რათა წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთების აღდგენა დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ეტაპობრივად ქალაქის სხვა ლოკაციებზეც გაგრძელდება.