საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა უახლესი მულტიდისციპლინური კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის თანახმად, საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელ და უძველეს კერად ოფიციალურად დადასტურდა.
კვლევა, რომელიც აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა, ეფუძნება ქვემო ქართლში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალას. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ჩატარებული ლაბორატორიული დათარიღებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნიმუშები პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველესი ფიზიკური მტკიცებულებაა.
ღონისძიებას მარნეული მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა ქვემო ქართლის რეგიონში აღმოჩენილი მასალის განსაკუთრებულ ისტორიულ და სამეცნიერო მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონის მნიშვნელოვან ადგილს მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტორონტოს უნივერსიტეტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.
___________