საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტი

01 მაი, 2026

მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტი ქვემო ქართლის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები გააცნეს.

სტრატეგიული დოკუმენტი ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის კომპლექსურ და თანმიმდევრულ განვითარებაზე და მოიცავს ეკონომიკის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და თანამედროვე მუნიციპალური სერვისების განვითარებას.

შეხვედრას ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

სხვა სიახლეები