საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ვიდეოკონკურსი „მარნეული – სუფთა გარემოსთვის“

30 აპრ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით გამოცხადებული ვიდეოკონკურსის „მარნეული – სუფთა გარემოსთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი დედამიწის დღესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაციას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების გავრცელებას.

მონაწილეებმა ვიდეორგოლების საშუალებით კრეატიულად და საინტერესოდ წარმოაჩინეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა, გაამახვილეს ყურადღება არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და წარმოადგინეს მათი გადაჭრის გზების საკუთარი ხედვა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ნარჩენების მართვა, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდებისთვის ნარჩენების მართვის მნიშვნელობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის გაზიარება.

სხვა სიახლეები