საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

28 აპრ, 2026

მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვის საკითხები.

მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება, რათა შემდგომ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია შეუფერხებლად განხორციელდეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროცესების მაქსიმალურ კოორდინაციაზე, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმილი ვადებისა და სტანდარტების შესაბამისად დასრულდეს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, ახორციელებს.

სხვა სიახლეები