საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გამწვანების აქცია

24 აპრ, 2026

მარნეულის მერიის და მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა.

აქციაში მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა, მერიის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გამწვანების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სოფელ თამარისის, ბაიდარის, კირიხლოს, დაშტაფას, სადახლოს და იმირის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

აქციის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის თამარისის ეკლესიის ეზოში, ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში 45 ძირი ნერგი დაირგო.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას.

სხვა სიახლეები