საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები.
ორმოულების შეკეთება უკვე განხორციელდა სოფელ ყიზილაჯლოში, ალგეთსა და ქალაქ მარნეულის 6 ქუჩაზე. ჯამში მოწესრიგდა 5 კილომეტრი გზის მონაკვეთი.
უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ქალაქ მარნეულში, გიორგი მაზნიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე მოეწყო სიჩქარის შემაკავებელი ბარიერები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება, უახლოეს პერიოდში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე ორმოულები შეკეთდება ასფალტობეტონის საფარით.
მუნიციპალიტეტი თანმიმდევრულად აგრძელებს ქალაქისა და სოფლების განვითარებას, რათა მოსახლეობისთვის შეიქმნას უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემო.