საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

დედა ენის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

14 აპრ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მონაწილეობდნენ.

დამსწრეებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელობას, სახელმწიფო პროგრამებსა და მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სხვა სიახლეები