საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
9 აპრილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში მდებარე 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ თამარისში აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
9 აპრილის მემორიალები, ასევე ყვავილებით შეამკეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: რიჩარდ გიგანმა, ვასილ ხახულაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.