საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მერმა სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

08 აპრ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

აღნიშნულ პოზიციაზე იოანე ლაშხი დაინიშნა. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

მერმა თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სამსახურის განვითარება და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„იოანეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებების ეფექტიანად მართვისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით სამსახური კიდევ უფრო განვითარდება. წარმატებები იოანეს და ჩვენს გუნდს!“ - განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

სხვა სიახლეები