საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

31 მარ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიზნები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ეფექტურ შესრულებას.

სხვა სიახლეები