საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“
ახალი შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება - 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 13 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.
კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება:
ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას;
არაფორმალური განათლების განვითარებას;
ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://youthagency.gov.ge/sag…/akhalgazrduli-initsiativebi/