საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პატრიარქ ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი

22 მარ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი, თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაკრძალვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ქვეყნის სულიერ ლიდერს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საზოგადოების გაერთიანებაში, ქვეყნის ფასეულობების დაცვასა და განმტკიცებაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქის გარდაცვალების გამო.

სხვა სიახლეები