საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

იაპონიის დელეგაცია მარნეულში

11 მარ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი იაპონიის აკადემიური წრეების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ცეკვის კვლევის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე სტუმრებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება, ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ადგილობრივი კულტურის ცენტრის საქმიანობა. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, კულტურული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

საქართველოში ცეკვის კვლევის საერთაშორისო პროექტის მიზანია ქართული ცეკვის, ტრადიციული მოძრაობისა და ქვეყნის კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის პარტნიორობით ხორციელდება.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო შავიშვილი და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები