საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებთან

10 მარ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს, მარიამ კობიაშვილს და დირექტორის მოადგილეს, ლევან ქარუმიძეს შეხვდნენ.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სხვა სიახლეები