საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

8 მარტი

08 მარ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ქალაქ მარნეულის საჯარო სკოლების ქალ დირექტორებსა და მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს. მადლობა გადაუხადეს განათლების სფეროში გაწეული შრომისა და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ქალთა საერთაშორისო დღე ასევე მიულოცა თავის ყოფილ დამრიგებელს.

სხვა სიახლეები