საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა წარმატებულ ქალებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს შეხვდნენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
შეხვედრა მერიის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით გაიმართა, რომლის ფარგლებში ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. მადლობა გადაუხადეს აქტიურობისა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ჩართულობისთვის.