საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გამწვანების აქცია
მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა, მუნუციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ხახულაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე 70 ერთეული ჭადრის ნერგი დარგეს. ინიციატივა მიზნად ისახავს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მუნიციპალიტეტში მწვანე სივრცეების განვითარებას.
მერმა ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
ადგილობრივი ხელისუფლება მომავალში აქტიურად დაუჭერს მხარს ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას.