საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
3 მარტი - დედის დღე
დედის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი გმირების დედებს ესტუმრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათ 3 მარტი მიულოცა, მადლიერება გამოხატა მათი სიმტკიცისა და თავდადებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს. დედა არის ძალა, რომელიც ქვეყანას აძლიერებს. თქვენი შვილების გმირობა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ფასდაუდებელია. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და გულწრფელად გიხდით მადლობას იმ სიყვარულისა და ღირსებისთვის, რომლითაც ასეთი გმირები აღზარდეთ. მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.“ - აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა.