საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ, დასახლებების მიხედვით გამართული კრებების შედეგები შეაჯამეს და მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.