საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

უხვი ნალექი და სალიკვიდაციო სამუშაოები

28 თებ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ მარნეულის იაღლუჯას დასახლებასა და სოფელ ალგეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მუნიციპალური სამსახურები.
შესრულდა წყლის ამოტუმბვისა და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივი თვითმმართველობა აგრძელებს ვითარების კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ღონისძიებებს გაატარებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი და უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება.

სხვა სიახლეები