საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გაიწმინდა ახკერპში, ოფრეთში, ხოჯორნსა და წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი გზები. ასევე, მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზა.
პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სპეციალური ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.