საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სომხეთის DN 1200 განშტოების მშენებლობის პროექტი - სკრინინგის ანგარიში
სომხეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება 1959 წლიდან, აზერბაიჯანიდან „ყარადაღთბილისის“ 720 მმ დიამეტრის მაგისტრალურ გაზსადენთან მიერთებული „ყაზახერევნის“ 530 მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენით ხდებოდა.
აღნიშული სქემით გაზის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტურ სიტუაციამდე.
კონფლიქტური სიტუაციის გამწვავების შემდეგ აზერბაიჯანმა ცალმხრივად 1990 წელს ჯერ გადაკეტა, შემდეგ კი თავის ტერიტორიაზე გადაჭრა „ყაზახ-ერევნის“ გაზსადენი და სომხეთი აღმოჩნდა ბუნებრივი გაზის მიწოდების გარეშე.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სამმხრივი (სომხეთი, საქართველო და რუსეთი) სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით გადაწყდა სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება მომხდარიყო საქართველო რუსეთს შორის არსებული „ვლადიკავკაზთბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენით,რომელიც დაკავშირებულია „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალურ გაზსადენთან და აღნიშნული გაზსადენის 43,2 კმ-დან აშენდა წითელი „ხიდი-ბერდის“ 12 კმ სიგრძის 1020 მმ დიამეტრის ახალი გაზსადენი.
აღნიშნული გაზსადენის ბოლო ერთი კილომეტრი მდებარეობს სამმხრივი (აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველო) საზღვრის მახლობლად, 90-იან წლებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის დროს მოხდა ხსენებული მონაკვეთის დანაღმვა,შედეგად ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაზსადენის სათანადო ექსპლუატაცია და გაზსადენზე ავარიული მდგომარეობის განვითარებისას საფრთხის ქვეშ დადგება სომხეთის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხი.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა და სარემონტო სამუშაოების განხორციელება, სამმხრივი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა გაზსადენის ხსენებული პრობლემური მონაკვეთის მოშორება აღნიშნული დანაღმული ზონიდან და უსაფრთხო მანძილზე ახალი გაზსადენის მშენებლობა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://apps.gov.ge/apps/#!/guest/file-download/~2Fapps~2Fapi~2Fchancellery~2FchancelleryData~2FgetFile~2F69b1384407a7ec278846955b~2F3274_%25E1%2583%25A1%25E1%2583%259D%25E1%2583%259B%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594%25E1%2583%2597%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%2520%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%25A8%25E1%2583%25A2%25E1%2583%259D%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2590%2520%25E1%2583%25A1%25E1%2583%2599%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%25E1%2583%259C%25E1%2583%2592%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%2520%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%25A8%25E1%2583%2598.pdf%3FbucketName=main///application~2Fpdf/3274_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf