საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულს ეწვია

23 თებ, 2026

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია.

საუბარი შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ ინიციატივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეთნიკურად მრავალფეროვან გარემოში ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისად ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

კოლეჯ „მოდუსში“, პროფესიული განათლების მსურველი სტუდენტები სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს გადიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, როგორც განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელოვან საფუძველზე.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები ეფექტიანად განხორციელდეს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა.

კოლეჯ „მოდუსში“ გამართულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები