საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრას დესწრო, რომელიც შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. გაიმართა მსჯელობა მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის გზებზე და დაისახა კონკრეტული მიზნები.
შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის რწმუნებული ილია ჯალაღანია მოადგილეებთან ერთად. ასევე, რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მერები.