საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრაფიკის შესაბამისად გრძელდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაურ დარგალთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად, სოფელ დაშტაფაში, არაფლოსა და საიმერლოში მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა სოფლებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელეს და ხმათა უმრავლესობით აირჩიეს პროექტები, რომლებიც კონკრეტული დასახლებისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრებს მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.