საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორებთან

13 თებ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე უკვე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასეს, განიხილეს სამუშაოების ხარისხი, ვადების დაცვა და არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გზების, წყალმომარაგების, სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

მერმა აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი უნდა განხორციელდეს განსაზღვრული სტანდარტების სრული დაცვით და ინტენსიური მონიტორინგის პირობებში. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად დასრულება, რათა მოსახლეობამ რეალური შედეგი მიიღოს.

სხვა სიახლეები