საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან

11 თებ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა და პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, რუსთაველის ქუჩაზე წყლის ახალ ქსელზე გადაერთებებთან დაკავშირებული სამუშაოების გრაფიკი.

ამ ეტაპზე დასრულებულია წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი, ხოლო წყალარინების მიმართულებით სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. შემსრულებელი და ზედამხედველი კომპანიები სრულად არიან ჩართული პროცესში, რათა პროექტი ხარისხიანად და დადგენილ ვადებში დასრულდეს.

სხვა სიახლეები