საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები და სამოქმედო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებებისა და კონსულტაციების გამართვა 9 თებერვლიდან დაიწყება. პროცესში მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 1 232 000 ლარია გამოყოფილი.