საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
იმირის გადაჭრილი გორა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თეა ონიანთან, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან და ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული არქეოლოგიური ძეგლი „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერა.
ხელმძღვანელმა პირებმა ძეგლის დაცვის, კეთილმოწყობისა და ტურისტულ მარშრუტებში მისი ეტაპობრივი ინტეგრირების საკითხებზე იმსჯელეს.
იმირის გადაჭრილი გორა მარნეულის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ტერიტრიაზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა. არსებული აღმოჩენა, რომელიც ქართველ არქეოლოგებთან ერთად ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღმოაჩინა, საქართველო და კონკრეტულად მარნეული მსოფლიო დონის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად აქცია.
შეხვედრას მარნეულის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სოსო ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.