საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესათან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მერმა დეტალურად განიხილა ცვლილებები მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენაზე.
დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ ელექტრონული სისტემების დანერგვა გაამარტივებს მუშაობის პროცესს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს შეუქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსებისა და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტს, რომელზეც მაქსიმალურად უნდა მოხდეს დროული რეაგირება. მერმა თანამშრომლებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ოპერატიულ მუშაობას, როგორც მოქალაქეთა განცხადებებზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის აუცილებელ წინაპირობას.