მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსებისა და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა
MS.GOV.GE. MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3 (სამი) პლატფორმისგან:
აღნიშნული სისტემა, ასევე, მოიცავს:
* მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
* ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
• წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
* საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
* მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებსა და შეტყობინებებს;
* ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.
მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.