საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საახალწლო ღონისძიება 2026
მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით,
საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი
ნივთების გამოფენა-გაყიდვა,
გაიმართა კონცერტი მარნეულის
კულტურის ცენტრთან არსებული
მუსიკალური გუნდისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. მაყურებლის
წინაშე ასევე წარსდგა
„დრამ სქული“ პერფორმანსით.
განსაკუთრებული ინტერესი
გამოიწვია პანტომიმის თეატრის
„ცოცხალი ქანდაკებების“ წარმოდგენამ,
ილუზიონისტისა და ანიმატორების შოუებმა.
თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა პატარებს
საჩუქრები დაურიგეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „მიქსტურა„. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკითა და DJ-ის მუსიკალური პროგრამით დასრულდა.