საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გზების გაწმენდითი სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტში

19 იან, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, სოფელ სიონსა და წერაქვში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს გზების გაწმენდა როგორც სოფლებში, ისე სოფლებამდე მისასვლელ მონაკვეთებზე.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიშაუმიანში, აღკულაში, სიონსა და წერაქვშისაავტომობილო გზები გაწმენდილია. სპეცტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებისამებრ, ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილდნენ ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები.


სხვა სიახლეები