საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დასუფთავების აქცია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ ქალაქ მარნეულში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, მიმდინარე აქციაში მელიორაციის სამსახურიც ჩაერთო და ქალაქის არხის გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
„მინდა, მოვუწოდო თითოეულ მარნეულელს, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და გარემოზე. სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ნუ დავანაგვიანებთ ქუჩებს, არხებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს, თითოეული ჩვენი ქმედება მნიშვნელოვანია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მარნეულის კიდევ უფრო სუფთა, ლამაზ და უსაფრთხო ქალაქად ქცევას“, - განაცხადა დაურ ისმაილოვმა.
მისივე თქმით, აქციის ფარგლებში გადაბელვითი სამუშაოების შედეგად მიღებული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ, რაც სოციალური მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.