საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ალილოს მსვლელობა 2026
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა ალილო გაიმართა.
საზეიმო მსვლელობას, რომელიც მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.
მსვლელობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, სასულიერო პირები, ეკლესიის მრევლი და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობისას სხვადასხვა სახის ნობათი შეაგროვეს, რომელიც შემდგომში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.
ალილო საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა და მისი ისტორია V–VI საუკუნეებს უკავშირდება. ტრადიციული მსვლელობა ქრისტეს შობის სიხარულის გაზიარებასა და ქველმოქმედებას ემსახურება.