საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საახალწლო ნობათების გადაცემა

31 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ წინასაახალწლო პერიოდში სურსათისა და ტკბილეულისგან შემდგარი სასაჩუქრე ნაკრები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფებს დაურიგა.

სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო კალათი 700-მა შეჭირვებულმა და მრავალშვილიანმა ოჯახმა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მიიღო.

ბენეფიციარ ოჯახებს ესტუმრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე. მათ ოჯახებს სასაჩუქრე ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.


სხვა სიახლეები