საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა მერიის თანამშრომლებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად მერიის თანამშრომლებს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მერიის გუნდს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და ბარაქას. დარწმუნებული ვარ 2026 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება როგორც თითოეული თქვენგანისთვის ისე, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ქვეყნისთვის!“ - აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.