საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება

30 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდა.

თვიმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს 2025 წელს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და მწვრთნელებთან ერთად გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენებით, რომლებსაც მუნიციპალიტეტის სახელი ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. თქვენი წარმატება სტიმულია მომავალი თაობებისთვის, რათა მათაც აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი და იბრძოლონ დასახული მიზნებისთვის. მერია ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი,“- აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.


სხვა სიახლეები