საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალგაზრდული საბჭოს 2025 წლის ანგარიში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე მერიის ახალგაზრდული საბჭოს ანგარიშს დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საბჭოს მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერების ფესტივალსა და კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.