საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მერი საახალწლო ღონისძიებას დაესწრო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სკოლა ,,მომავლის“ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარუდგინეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე, თეატრალური წარმოდგენა.
მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და განათლების პროცესის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.