საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

დასუფთავების აქცია

25 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქუჩების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერს, დაურ ისმაილოვს ეკუთვნის და მიზნად ისახავს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სისუფთავის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და მოქალაქეებისთვის უფრო მოწესრიგებული გარემოს შექმნას.

დასუფთავების სამუშაოები შიდა ქუჩების გაწმენდას, დაგროვილი ნარჩენების გატანასა და ტერიტორიების მოწესრიგებას მოიცავს. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციას დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ფარავს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.



სხვა სიახლეები