საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ასფალტ-ბეტონის საფარი მარნეულის სხვადასხვა ქუჩებზე მოეწყობა

23 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად მარნეულში ქუჩების პერიოდული მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი გოგებაშვილის, ჯავახიშვილისა და ვაჩნაძის ქუჩებზე ეწყობა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთი.

განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს, დაახლოებით 300 ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოების საერთო ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.





სხვა სიახლეები