საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

22 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“სათემო ფორუმს, დაესწრო.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შემცირებაზე, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებასა და მუნიციპალიტეტების როლზე კატასტროფების პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების პროცესში.

ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები