საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

18 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად მარნეულში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

სუნა ისმაილოვამ 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო მიიღო. თურქან შახვერდოვას კი წარჩინებული სტუდენტის წოდებისთვის თვითმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა.

„წარჩინებული ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის უმთავრესი მონაპოვარი და სიამაყეა, თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მერია მზად არის ხელი შეუწყოს მათი ნიჭისა და იდეების რეალიზებას, რადგან სწორედ ისინი არიან მუნიციპალიტეტის და ქვეყანის უკეთესი მომავალი,“ - აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.


სხვა სიახლეები