საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

კუშჩუს წყალმომარაგების პროექტი

17 დეკ, 2025

სოფელ კუშჩუში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების ჭაბურღილი, სასმელი წყლის მაგისტრალური და შიდა ქსელი.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ კუშჩუს მოსახლეობა სრულფასოვანი და უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტი რეგიონული პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 838 769 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები

16 დეკ, 2025

ქალაქ მარნეულში შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს. 3,4 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობას. პროექტი რეგიონული პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი, ასევე მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ვასილ ხახულაშვილმა და რიჩარდ გიგანმა დაათვალიერეს.