საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ფოტო/ვიდეო კონკურსი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ფოტო/ვიდეო კონკურს „მარნეული ჩემს კამერაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მერმა კონკურსის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
როგორც დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის.
კონკურსი მარნეულის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ჩატარდა და მიზნად ისახავდა დამწყები ფოტოგრაფების წახალისებას.