საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალაქ მარნეულში შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს. 3,4 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობას. პროექტი რეგიონული პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი, ასევე მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ვასილ ხახულაშვილმა და რიჩარდ გიგანმა დაათვალიერეს.
მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჭიპაშვილი უძღვებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მიწის დაცვის თვალსაზრისით.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 314.54 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რაც ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების სამუშაოების დაწყების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.